AD DESCRIPTION AD DESCRIPTION AD DESCRIPTION AD DESCRIPTION AD DESCRIPTION AD DESCRIPTION AD DESCRIPTION AD DESCRIPTION

- FAQ

კითხვა-პასუხი
1. - ნანო-რეცხვისას ზედაპირი არ იკაწრება?
    - უკვე ვახსენეთ მგონი, ნანო-რეცხვა ისევე ვერ დაკაწრავს ლაქ-საღებავს, როგორც მალამო - ბავშვის კანს. 
2. - ასე დასვრილ მანქანას რეცხავთ?
    - ცხადია. ოღონდ წინასწარ კერხერით ვამუშავებთ.
3. - რამდენ ხანს ბზინავს Dry-თი გარეცხილი მანქანა?
    - 7-10 დღე. ამასთან Dry-თი რეგულარული რეცხვა ბზინვის ხანგრძლივობასაც ზრდის და ხარისხსაც, რადგან ერთ ნანო-ფენას მეორე ემატება და ა.შ.
4. - ბზინვა რით განსხვავდება პოლირებისგან?
    - პირველი ახალ//ნორმალურ ლაქ-საღებავს ამშვენებს; მეორე შელახულს აღადგენს. Dry-თი მუდმივი რეცხვა=ბზინვა ნორმალურ მანქანას ღრმა პოლირების საჭიროებას სამუდამოდ უხსნის (თუ პატრონის უყურადღებობით არ გაუბედურდა, ან არაკვალიფიციური//უხარისხო რეცხვისგან).
5. - Dry-თი რეცხვის შემდეგ წყლით რეცხვისას ბზინვის ეფექტი თუ შენარჩუნდება?
    - გააჩნია, რომელ პოლირებას გულისხმობთ. რეცხვა=ბზინვა (Dry 1) ეფექტს სანახევროდ კარგავს და თავიდანაა საჭირო ნანო-ფენაზე ზრუნვა. ანუ ეფექტის განახლებისთვის ისევ Dry 1-თ რეცხვაა საჭირო. რაც შეეხება ღრმა პოლირებას (Dry 1+Meg's): ა) თუ ამის შემდეგ ისევ Dry-თი რეცხავთ ავტოს, ეფექტი 5-6 თვემდე ძლებს; ბ) წყლით რეცხვისას - 2-3 თვემდე. ავტოს ექსპლუატაცის პირობებს და ამინდებსაც გააჩნია. ჩაოხრებულ-გაზავებული ქიმიით//შამპუნით რეცხვაზე აღარაფერს ვამბობთ.
6. - ტყავის სავარძლების დამუშავება თუ არის  შესაძლებელი?
    - გააჩნია, დამუშავებაში რას გულისხმომბთ. ქიმწმენდა არაა ამჟამად ჩვენი პროფილი. თუ კონდიცირება იგულისხმეთ, საკუთრივ ტყავისთვისაა განკუთვნილი Dry 8.  ამასთან, ტყავის სავარძლების ღრმა წმენდა უფრო ძნელია და ძვირი, ვიდრე ტექსტილისა. ამიტომ, თავი რომ დაიზღვიოთ, სჯობს მუდმივად იაროთ ჩვენთან: ტყავის ნაოჭებში მტვრის//ჭუჭყის ჩაკვდომა საერთოდ გამოირიცხება.
7.  - კაბრიოლეტის ტენტი თუ იწმინდება?
     -  ცხადია.
8. - პოლირებისას „შკურკას“ თუ ხმარობთ?
    - ახალშეღებილი ან დაზიანებული ზედაპირის წესრიგში მოყვანისას სხვა რა გზაა?!

main page