ავტომანქანების,
თვითმფრინავების,
მატარებლების
პოლიროლების წარმოების
100-წლოვანი გამოცდილება!
და უფრო მეტი...
ყველაფერს 1901 წელს დაედო სათავე, როცა პატარა
ლაბორატორია აშშ-ში, მინესოტას შტატში, ავეჯის პოლიროლების წარმოებასა და რეალიზაციას
შეუდგა. საწარმო ავტოფარეხში იყო განთავსებული, რომელიც კომპანიის დამფუძნებელს, ფრენკ
მეგუაიერ-უმცროსს ეკუთვნოდა. ამჟამად კომპანიას უკვე დინასტიის მეოთხე თაობა უძღვება.
თავის 100-წლოვან იუბილეს, 2001 წელს, მწარმოებელი-გიგანტი Meguiar's, Inc. ბიზნესის საკუთარ სეგმენტში მსოფლიოს აბსოლუტური
ლიდერის როლში შეეგება. შეშლილ ოცნებაშიც ვერ წარმოიდგენდა ოდესღაც ფრენკ მეგუაიერ-უმცროსი, თუ რა სიმაღლეებს მიაღწევდა
მისი დაარსებული, ავეჯის პოლიროლების პატარა, კუსტარული საწარმო XXI საუკუნის დამდეგს...
ხოლო თავიდან ათქვეფილი კვერცხის ცილის საფუძველზე
დამზადებულ ავეჯის საპოხს ფრენკი, შვილებთან ერთად, ჩვეულებრივ ბოთლებში ასხამდა. ოჯახი
ღამეებს ათევდა, მეორე დღისთვის სარეალიზაციო საქონლის მომზადება რომ მოესწრო. თუმცა
ჯოჯოხეთური შრომა თავის გატანის საშუალებას თუ აძლევდათ. მაგრამ... მეგუაიერების ოჯახის
პრინციპი იმთავიდან ერთი იყო: მათი პროდუქცია ბაზარზე არსებულს შორის საუკეთესო უნდა
ყოფილიყო. Meguiar's, Inc. დღემდე ამ პრინციპის ერთგულია. შედეგად, ლეგენდად
ქცეულმა ბრენდმა მილიონობით ერთგული მომხმარებელი შეიძინა მთელ მსოფლიოში.
ფრენკ მეგუაიერ-უმცროსის გარდაცვალების შემდეგ,
1950 წელს, საქმეს მისი სამი ვაჟი გაუძღვა. მათი ძალისხმევით, კომპანია ახალი სიმაღლეების
დაპყრობას შეუდგა. უფროსი ვაჟი, მორისი, გაყიდვების მენეჯმენტს ჩაუდგა სათავეში. შუათანას,
მალკოლმს, მამის მისწრაფება დაჰყვა ძიებისა და ექსპერიმენტების მიმართ - მისი უშუალო
ხელმძღვანელობით იქმნებოდა ახალი პროფილის პროდუქცია. უმცროსმა ძმამ, კენეტმა, წარმოების
მართვა ითავა. ეს იყო იდეალური თანამშრომლობის
ნიმუში, რომლის შედეგიც ასევე უბადლო გამოდგა.
ავტომანქანების მიმართ ინტერესი ფრენკ მეგუაიერს
XX საუკუნის დასწყისშივე გაუჩნდა. საქმე იმაშია, რომ თავდაპირველად ავტომანქანების
ძარას ხისგან ამზადებდნენ. შესაბამისად, ძარის ბზინვისთვის იგივე ხსნარებს იყენებდნენ,
რასაც ავეჯისთვის. სწორედ ამ ბედნიერმა დამთხვევამ განაპირობა ის, რომ ლითონის ავტოძარების
გაჩენისთანავე ოჯახი ახალი, საკუთრივ ლითონის ლაქ-საღებავის მოვლა-ბზინვისთვის განკუთვნილი
პროდუქციის შექმნა-წარმოება-რეალიზაციაზე გადაერთო. ახალ საქმეში პირველნი დროთა განმავლობაში
გლობალური ლიდერები გახდნენ.
ათწლეულების განმავლობაში კომპანიის მიერ შექმნილ,
მანამდე მოყვარულებისთვის უცნობ ავტოპოლიროლებს და ცვილს, Meguiar’s
Mirror Glaze-ს, ავტომწარმოებლები,
ავტოდილერები, ავტოსერვისები და ავტოსამრეცხაოები იყენებდნენ. 1960-ანი წლებიდან
მოყოლებული, ავტოსალონების მომრავლებასთან ერთად, მასობრივმა მომხმარებელმა
შეიტყო, რომ პროფესიონალები ავტომანქანის ძარის (ლაქ-საღებავის ფენის) ბზინვა-დაცვას
Meguiar’s Mirror Glaze-ს საშუალებით აღწევდნენ. ამის შემდეგ პროდუქცია Meguiar’s მასობრივი მოთხოვნის საგნად იქცა. ავტომოყვარულებს
აქამდე ლამის გასაიდუმლოებულ ავტოქიმიაზე ხელი მხოლოდ 1973 წლიდან მიუწვდათ. დღესდღეობით
სამომხმარებლო ბაზარი 300-მდე დასახელების Meguiar’s პროდუქტს ითვლის.
* * *
მეგუაიერების ოჯახი იმთავიდან იყო გატაცებული ავტომანქანების
კოლექციონერობით. ბარი მეგუაიერი, კომპანიის ამჟამინდელი ლიდერი, ამბობს: „ჩვენ შეყვარებულები
ვართ ავტომობილებზე. ჩვენ გაგვიმართლა, როცა ავტოძარის//ლაქ-საღებავის ცვილის წარმოება
დავიწყეთ. ბედნიერებაა, როცა შენი სიყვარული და ბიზნესი ერთიმეორეს ემთხვევა. ბედნიერებაა,
როცა მორიგი ავტოშოუს გამარჯვებული შენი პროდუქციით სარგებლობს. ეს ჩვენი გამარჯვებაცაა“.
ასეთი სიტყვების
თქმის უფლება ბარი მეგუაიერს მუდმივად ეძლევა. შარშანდელ, საიუბილეო, 50-ე Pebble Beach Concours d’Elegance-ზე - მსოფლიო სახელის მქონე
ავტოშოუზე - 25-დან 21 ნომინაციაში გამარჯვებული Meguiar’s-ის პროდუქციას მოიხმარდა.
კომპანია Meguiar’s აშშ-ს მთელს ტერიტორიაზე 150-ზე
მეტ ავტოგამოფენას უწევს ორგანიზაციას და სპონსორობას. ამ გამოფენებზე
წარმოდგენილია ყველა სახის საკოლექციო ავტომობილები: მძლავრი სარბოლო რეტროები,
ეგზოტიკური სპორტ-ქარები, ვინტაჟური კლასიკა. ბარი და მისი მეუღლე, კარენი,
პირადად მონაწილეობენ ასეთ გამოფენებში. გარდა ამისა ოჯახი ფინანსურად ეხმარება
1500-ზე მეტ ღონისძიებას, რომელთაც ავტოკლუბები მართავენ.
მეგუაიერების ოჯახის სიყვარული ავტოკოლექციონერობის
მიმართ მედია-აქტივობაშიც აისახა. ბარიმ და კარენმა დააარსეს მულტიმედიური სამაუწყებლო
ქსელების საერთაშორისო სინდიკატი Meguiar’s On Air, რომელიც ტელე-რადიო-ინტერნეტაუდიტორიას პირდაპირ
ტრანსლაციებს სთავაზობს მსოფლიოს ყველა მნიშვნელოვანი ავტოშოუდან. ბარის ასევე
მიყავს გადაცემა Car Crazy ცალკერძ, რადიო Talk
America Radio Networks-ის ტალღაზე და ცალკერძ,
Speedvision-ის სატელევიზიო ეთერში, სადაც მსმენელებსა და
მაყურებლებს საუკეთესო ავტოკოლექციების შესახებ უამბობს.
* * *
კომპანია Meguiar’s მუდმივად აფართოებს თავისი მოღვაწეობის არეს მთელს
მსოფლიოში. მას გააჩნია შტაბ-ბინა ჰონკონგში, განყოფილებები - ტორონტოში, პარიზსა
და სიდნეიში. Meguiar’s დიდ ყურადღებას უთმობს არა მარტო გამოშვებული
პროდუქციის დახვეწა-განვითარებას, არამედ ამ პროდუქციის მომხმარებელი პროფესიონალი
პერსონალის მუდმივ წვრთნასაც. ზემოაღნიშნულის შედეგად Meguiar’s-მა ისეთი მეგაკოპანიების ნდობა და პტივისცემა
დაიმსახურა, როგორებიც არიან BMW და
Mercedes-Benz - ორივე მათგანი Meguiar’s-ის გლობალური პარტნიორია. Meguiar’s პრაქტიკულად მსოფლიოს ყველა წამყვანი
ავტომწარმოებლის კონსულტანტია ღებვისა და ლაქ-საღებავის მოვლის სფეროში. გარდა
ამისა, Meguiar’s უარს არ ეუბნება ნაცად კომპანიებს, რათა მათ Meguiar’s პროდუქცია საკუთარ სადილერო ცენტრებში საკუთარი
სავაჭრო ნიშნის (ბრენდის) თანხლებით გაყიდონ.
ლაქ-საღებავის თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური
დაცვისა და მოვლის საშუალებების მოხმარება მომსახურე პერსონალისგან შესაბამის
კვალიფიკაციას მოითხოვს. პერსონალს კვალიფიკაციის შეძენა-ამაღლება შეუძლია როგორც
კომპანიის სასწავლო ცენტრში, ისე გასვლით ტრენინგებზე.
Meguiar’s-ის სათაო ოფისი მდებარეობს ქ. ირვინში
(კალიფორნიის შტატი), ხოლო პროდუქცია იწარმოება ქ. მემფისში (ტენესის შტატი).
საწარმოო ფართი 200 000 კვადრატულ ფუტს მოიცავს. პროდუქციის ჩამონათვალს
300-ზე მეტი სპეციფიკაციის ერთეული შეადგენს, რომელთა შორისაც არის გამწმენდი
საშუალებები, პოლიროლები, დამცავი საშუალებები და სხ. არა მარტო ავტომობილების
ლაქ-საღებავის ფენისთვის, არამედ თვითმფრინავებისთვის, გემებისა და იახტებისთვის,
მატარებლებისთვის, საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის და სხ.
კომპანიის ისტორია ე.წ. „ამერიკული ოცნების“
ახდენის დიდებული ნიმუშია და უმალ ნორმან როქუელის ფილმებს მოაგონებს რიგით
ადამიანს, ვიდრე რეალობას. დღეს Meguiar’s-ის პროდუქცია ამერიკის ნებისმიერი ავტოგამოფენის,
ავტომუზეუმის, დილერული ცენტრებისა და ავტოსალონების განუყრელი ატრიბუტია.