AD DESCRIPTION AD DESCRIPTION AD DESCRIPTION AD DESCRIPTION AD DESCRIPTION AD DESCRIPTION AD DESCRIPTION AD DESCRIPTION

- nano-wash

ნანო-რეცხვის შესახებ
ნანო-პოლიმერებით რეცხვის პრაქტიკა, - 
   აშშ-სა და ევროპაში დანერგვის - 1996 - შემდეგ
მსოფლიოს 100-მდე ქვეყანას გასწვდა -
ლათინური ამერიკიდან ვიდრე ავსტრალიამდე. 
*
რეალურად საუბარია ერთდროულად :
ა) რეცხვაზე, 
ბ) მსუბუქ პოლირებაზე (ბზინვაზე) და
გ) ლაქ-საღებავის დამცავი ფენის შექმნაზე.
ანუ:
ჯამური ეფექტი 1 სერვის-სეანსის შედეგად მიიღწევა.
ყოველი შემდგომი სერვის-სეანსი წინა ეფექტს მეტ მდგრადობას სძენს.
სასურველია, სერვის-სეანსებს შორის ინტერვალი არ ასცდეს 7-10 დღეს.
Dry Car Care-თი ავტომანქანის ლაქ-საღებავის ყოველკვირეული დამუშავება
ი დ ე ა ლ უ რ ი შედეგის გარანტიაა!
* * *
რეცხვა-ბზინვა-დამცავი ფენა
Dry1 - ძარაDry2 - ინტერიერი, Dry3 -მინა, 
Dry4 - ბორბლის რეცხვა, Dry5 - საბურავის გამუქება//ბზინვა.
რეცხვისას:
ლაქ-საღებავის ზედაპირი არა მარტო სისუფთავეს იძენს,
არამედ ე.წ. "სველ" ბზინვასაც.
 ეფექტი არა მარტო ვიზუალურად (შეხედვით) არის ცხადი,
არამედ ფიზიკური შეხებისასაც.
(ტრადიციული წესით გარეცხილ ავტოს 
და DCC-თი დამუშავებულს რომ გადაუსვათ ხელი,
დაახლოებით,  ისეთ განსხვავებას იგრძნობთ,
როგორც შალისა და აბრეშუმის ქსოვილების შეხებისას).
ამასთან ეფექტს ხსნარის ნანოტექნოლოგიური სტრუქტურა განაპირობებს
და არა - ლაქ-საღებავის მცირე ხანში დ ა მ ღ უ პ ვ ე ლ ი სილიკონი.
ძნელად მისადგომ ადგილებში და ზედმეტად დასვრილი ავტოს (წინასწარი) დამუშავებისას გამოიყენება ტრადიციული კერხერი.
დამცავი ფენა:
ულტრაიისფერი სხივები - რაც დროთა განმავლობაში ლაქ-საღებავის გახუნებას განაპირობებს  - ნანოხსნარით დამუშავებულ ზედაპირს ვერ ეხება.
ნანოხსნარის ანტისტატიკური ეფექტი -
წვიმის წვეთებისა და მტვრის განმზიდველი თვისება -
მეტ ხანს ინახავს მანქანას სუფთად.
სალონი:
სალონის დამუშავება დიფერენცირებულად ხდება.
მტვერსასრუტით ტრადიციული წმენდის შემდეგ საჭიროებისამებრ იხმარება:
ა) სალონის უნივერსალური წმენდისთვის განკუთვნილი ხსნარი (D2);
ბ) პლასტიკის ბზინვისთვის განკუთვნილი ხსნარი (D14);
გ) ქსოვილის (ტექსტილის) და ტყავნაცვლის დასამუშავებელი ხსნარი (D7);
დ) ნატურალური ტყავის დასამუშავებელი ხსნარი (D8);
შესაძლებელია,
როგორც სალონის მთლიანი დამუშავება,
ისე ცალკეული ნაწილების (ჭერი, სავარძლები, პლასტიკის პანელები და ა.შ) წმენდა.
პროცესი:
სერვის-სეანსი 30-60 წუთს გრძელდება
(შესასრულებელი სამუშაოს მოცულობის მიხედვით).
სეანსი თითქმის მთლიანად ხელით სრულდება 2  სერვის-მენის მიერ.
გამონაკლისს წარმოადგენს:
მხოლოდ ფრთების თაღები, 
ან ერთობ ბინძური ავტოს წინასწარი დამუშავება (კერხერი);
სალონის ძნელად მისადგომი ადგილები (ტორნადორი).


სამუშაო სრულდება მიკროფიბრის ქსოვილით.
სპრეის საშუალებით შესაბამისი პროფილის Dry-ს მისხურების შემდეგ
ნანოხსნარი ჭუჭყს კაფსულებად აქცევს.
ჭუჭყის კაფსულებს უნაზესი მიკროფიბრა იკრავს და ამასთან,
ზედაპირზე ჯერაც შეუშრობელ ნანოფენას ტოვებს.
მას მეორე მიკოროფიბრით მეორე სერვისმენი ამშრალებს და აპრიალებს. (იხ. ვიდეო).
ნანოხსნარები და მიკროფიბრა ლაქ-საღებავის ზედაპირზე
უმცირესი ნაკაწრის გაჩენასაც კი აბსოლუტურად გამორიცხავს.
აუცილებლობის შემთხვევაში, გამოიყენება
"Magic Nano Clay" - "ჯადოსნური ნანო-თიხა",
რომელიც ლაქ-საღებავის ზედაპირზე ყველაზე "ჯიუტად" ჩამკვდარ
ჭუჭყის წერტილს თუ ბუდესაც კი სპობს.

რით განსხვავდება „მშრალი რეცხვა“ 
ტრადიციული მეთოდებისგან?
საკმარისია,
მზის შუქზე გვერდიგვერდ დაააყენოთ
ტრადიციული მეთოდით გარეცხილი და DCC-თი დამუშავებული ორი ავტო
(ორივე ახალი!) 
და სათვალე არ დაგჭირდებათ, რათა დაინახოთ განსხვავება.
(ეფექტი, განსაკუთრებით, 
მუქი და შავი ფერის მანქნების შედარების დროსაა თვლში საცემი!).
ბევრმა, შეიძლება, არც იცოდეს, რომ
არასწორი კუთხით მიმართული წყლის ჭავლისგან
ჭუჭყის მიკრონაწილაკები არა თუ არ შორდება ლაქ-საღებავის ზედაპირს,
არამედ პირიქით, უჯდება და აკვდება.
რეგულარული კომპრესორული რეცხვისგან ძარა ისევე ზარალდება,
როგორც „ნაზი“ ზუმფარიანი ქაღალდის („შკურკის“) გადასმისგან.
ანალოგიური შედეგი მოყვება „ღრუბლის“ („გუბკის“) და ჯაგრისის ხმარებას.
ავტომატური ტიპის სამრეცხაოზე, - რომელიც ლაქ-საღებავის ფენის უბოროტესი მტერია -
და რომელიც ძარის ყველა ნაწილის რეცხვას ვერც უზრუნველყოფს,
სიტყვის გაგრძელება არც ღირს...



main page